პროექტის
სახელწოდება: კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაში
პროექტის
მთავარი იდეა: პროექტის
მთავარი იდეაა კომპიუტერის ადგილი მოზარდთა ცხოვრებაში.
პროექტის
აქტუალობა: თანამედროვე
სწავლება წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე, კომპიუტერთან ურთიერთობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ტექნიკური უნარ–ჩვევების
განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას.
პროექტის
მიზნები: მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას შეგნებულად გაიაზრებენ თუ რა სარგებლობა მოაქვს კომპიუტერს მათთვის და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს მათ ჯამრთელობას.
მონაწილეთა
ასაკი: 11 - 12
წელი
ვადები/ხანგრძლივობა
: 1 თვე
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები თანატოლების გამოკითხვისა და ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული მასალების მიხედვით
წარმოადგენენ პრეზენტაციას და გააცნობენ
კლასს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათ ცხოვრებაში კომპიუტერი. მომზადებულ პროექტს განათავსებენ
ბლოგზე.
პროექტის მსვლელობა: № 173 საჯარო სკოლის VI3 კლასის მოსწავლეებს ვთხოვე დაესახელებინათ
მათთვის საინტერესო და აქტუალური თემები, რომლის ღრმად შესწავლა და გაანალიზება სურდათ.
დაასახელეს რამდენიმე თემა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა ერთ-ერთი: „კომპიუტერი
ჩვენს ცხოვრებაში“. მოსწავლეებს სურდათ მათი
თანატოლების გამოკითხვით დაედგინათ თუ როგორ
იყენებენ ისინი კომპიუტერს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოაქვს მათთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებს
და როგორ მოქმედებს მათ ფიზიკურ ჯამრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე კომპიუტერებთანხანგრძლივი ჯდომა. ჩამოწერეს თემის გარშემო რამდენიმე
საინტერესო შეკითხვა და მათი გათვალისწინებით
კლასი დაიყო ხუთ ჯგუფად: პირველ ჯგუფს დაევალა გამოეკითხა ამავე სკოლის სხვა მეექვსე
კლასელები და დაედგინათ : ყოველდრიურად რამდენ საათს ზიან კომპიუტერბთან, ამ დროის
რა ნაწილს უთმობენ წავლისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას და რა ნაწილს გართობა–თამაშს,
ჯამრთელობის მხრივ რა პრობლემები აქვთ და თვლიან თუ არა რომ გამოვლენილი ჩივილები გამოწვია კომპიუტერებთან საათობით ჯდომამ. მეორე ჯგუფს დაევალა
შეეგროვებინა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ლიტერატურის გამოყენებით ინფორმაცია
თუ როგორ ეხმარება მოზარდებს კომპიუტერი სწავლა-
განათლებასა და ცხოვრებისეული პრობლემების
გადაჭრაში. მესამე ჯგუფს დაევალა ფაქტობრივი მასალა შეეგროვებინა თუ რა ზიანს აყენებს მოზარდთა ჯამრთელობას კომპიუტერთან
არარეგლამირებული ჯდომა . მეოთხე ჯგუფმა მიიღო დავალება – შეგროვილი მასალის დამუშავება და შესაბამისი დიაგრამების აგება. მეხუთე ჯგუფს შეხვდა
წილად შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის მომზადება და
კლასისთვის წარდგენა.
საგნებთან
/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტის
განხორციელების შემდეგ მიიღწევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი
: ის ტექნ. V.4. მოსწავლეს
შეუძლია ისტ–ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების
დროს. პროექტი კავშირშია მათემატიკასთან, ბიოლოგიასთან.
პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მედეა
გვიდიანი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: medeagvidiani@gmail.com
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი:medragvidiani.blospot.com
No comments:
Post a Comment